POLITICO: აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ თეირანი მოსკოვისთვის რაკეტების გადაცემას აპირებს

POLITICO: აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ თეირანი მოსკოვისთვის რაკეტების გადაცემას აპირებს

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ თეირანი მოსკოვისთვის რაკეტების გადაცემას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO თეთრ სახლში ოფიციალურ წყაროზწე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი ზომები, სავარაუდოდ, მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს და შესაძლოა ექსპორტის გარკვეულ კონტროლს და ასევე მიმართული იქნება მესამე მხარეებზე, რომლებიც თეირანსა და მოსკოვს ეხმარებიან.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა.

„მოთმინების ფიალა გაივსო. ძალიან დიდხანს ვუსმენდით სხვადასხვა ახსნა-განმარტებასა და არგუმენტს, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია. ეს სიმართლე დღეს ქალაქ კიევის სახლების მიმართულებით გაფრინდა. ამიტომ დადგა დრო, სანქციები გამოვიყენოთ ირანის წინააღმდეგ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები გზავნილი იქნება, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება, საფასურს გადაიხდის.