გრეტა ტუნბერგი: პოლიტიკაში წასვლა არ მინდა

გრეტა ტუნბერგი: პოლიტიკაში წასვლა არ მინდა

შვედი მოზარდი, ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს, რადგან ის „ტოქსიკურია“, - ამის შესახებ BBC წერს.

„საჭირო ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საკმარისი საზოგადოებრივი ზეწოლა გარედან. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვქმნით“, - ამბობს 19 წლის აქტივისტი.

ტუნბერგის თქმით, თავისი მიზანი არასდროს ყოფილა, გლობალური მოძრაობის სახე გამხდარიყო.

„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ფიქრობთ, რომ მსოფლიოს მთელი იმედი თინეიჯერების მხრებზე, ეს არც ისე კარგია“, - ამბობს აქტივისტი.