ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ტყვეობიდან ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე დაბრუნდება

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ტყვეობიდან ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე დაბრუნდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე სახლში დაბრუნდება. მისი თქმით, გაცვლითი ჯგუფი აქტიურად მუშაობას აგრძელებს.

„რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლების მორიგი ეტაპი შედგა. ჩვენ მოვახერხეთ 108 უკრაინელი ქალის - ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგითების დაბრუნება. ჩვენი გაცვლითი ჯგუფი აგრძელებს ამ საქმეს. ჩვენ არცერთ ჩვენიანს არ ვივიწყებთ, ყველა უნდა დავიბრუნოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.