ბელარუსის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება

ბელარუსის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება

ბელარუსში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება, - ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. უწყების ცნობით, რუს სამხედროებს ამისთვის რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

გასულ კვირას, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განლაგდებიან. ამის მიზეზად მან „უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხე“ დაასახელა.