ჟოზეფ ბორელი: მორალურად, პოლიტიკურად, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით - რუსეთი აგებს ამ ომს, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა

ჟოზეფ ბორელი: მორალურად, პოლიტიკურად, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით - რუსეთი აგებს ამ ომს, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა

დღეს დილით, კიევზე დრონებით ძლიერი თავდასხმა განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაკავშირებული იქნება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ ტრანშთან და სასწავლო მისიის განთავსებასთან. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველა შევთანხმდებით, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ომს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები აქვს. ეს ომი იწვევს შოკისმომგვრელ ტალღებს მთელ მსოფლიოში. რუსეთი უფრო და უფრო იზოლირებულია და ეს ვნახეთ გასულ კვირას გაეროში კენჭისყრაზე. მორალურად, პოლიტიკურად, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით - რუსეთი აგებს ამ ომს, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა.

იმედი მაქვს, შევთანხმდებით მეექვსე ტრანშზე. ტრანში სამხედრო მხარდაჭერაზე და სასწავლო მისიის თაობაზე. ეს ძლიერი სასწავლო მისია განლაგდება უკრაინის საზღვრებს გარეთ, მაგრამ უზრუნველყოფს ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინელი სამხედროებისთვის“, - განაცხადა ბორელმა.