ბელარუსი „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმს აწესებს

ბელარუსი „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმს აწესებს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ ქვეყანა „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმს აწესებს, მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო.

„მართლაც, იყო ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო პროვოკაციებს გეგმავს, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთების თითქმის დაკავებასთან“, - აღნიშნა ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.