გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: ის არის იქ, სადაც უნდა იყოს, ყველაფერი არის კანონის ჩარჩოებში

გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: ის არის იქ, სადაც უნდა იყოს, ყველაფერი არის კანონის ჩარჩოებში

ადამიანს საქართველოს ტერიტორიაზე, თავისი პრეზიდენტობის ჟამს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. იგი იხდის სასჯელს, მას აქვს მისჯილი შესაბამისი სასჯელი. ყველაფერი არის კანონის ჩარჩოებში და ის არის იქ, სადაც უნდა იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მას აქამდეც გაეწია სამედიცინო დახმარება და მომავალშიც სრულად გაეწევა ის სამედიცინო დახმარება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პატიმრისთვის იქნება აუცილებელი“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.