მე არ მჯერა გაერთიანებების ადამიანების გარშემო ან ადამიანების წინააღმდეგ, მე მჯერა გაერთიანებები იდეების გარშემო., - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ „ქრონიკას“ განუცხადა.
„თუ ასეთი იდეა არ გვაქვს, მაშინ გაერთიანება გამოდის ან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ან მიშას გარშემო. არც ერთში მონაწილეობის სურვილი არ მაქვს და ასევე, არ მგონია, რომ მსგავსი გაერთიანება ეფექტური იქნება. ადამიანები მარტივად დაინახავენ, რომ შენ ის კი არ გინდა, რომ ქვეყანა შეცვალო უკეთესობისკენ, არამედ გინდა, რომ ვიღაცა ჩაანაცვლო და შენ გახდე მმართველი“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
ოპოზიციის ნაწილი ისევ გაერთიანებაზე საუბრობს. მსგავსი მითითება მათ 11 ოქტომბერს სასამართლო დარბაზიდან ნიკა გვარამიასგანაც მოისმინეს. მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანება ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს.