რომან გოცირიძე: რას ნიშნავს, „ოპოზიცია, გაერთიანდით“? ოპოზიცია არის მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტული, ზოგი იქით, ზოგი აქეთ

რომან გოცირიძე: რას ნიშნავს, „ოპოზიცია, გაერთიანდით“? ოპოზიცია არის მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტული, ზოგი იქით, ზოგი აქეთ

„ნაცმოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია ახდენს კოორდინაციას, და არა გაერთიანებას. ასე შეაფასა მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მოწოდებას გაერთიანებისკენ.

„ოპოზიცია არის მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტული, ზოგი იქით, ზოგი აქეთ. არცერთ ქვეყანაში მსოფლიოში ოპოზიცია არ ერთიანდება, გარდა ერთი მთავარი მიზნისა, რაც დღეს არსებობს - ეს არის ოლიგარქიული დანაშაულებრივი პრორუსული მმართველობის შეცვლა. მთავარი მიზნისკენ ყველა მიდის თავისი გზით და შემდეგ ნორმალურ ცივილიზებულ სახელმწიფოში ოპოზიცია შედის პარლამენტში და მერე იქმნება კოალიცია. რას ნიშნავს, „ოპოზიცია, გაერთიანდით“? ორგანიზაციულად გავერთიანდეთ თუ ბლოკები შევკრათ, როცა არჩევნები ჯერ არ დაწყებულა? ოპოზიცია მოქმედებს თავისი გეგმით. მთავარი გეგმა არის ამ ხელისუფლების შეცვლა“, - აცხადებს გოცირიძე.

ოპოზიციის ნაწილი ისევ გაერთიანებაზე საუბრობს. მსგავსი მითითება მათ 11 ოქტომბერს სასამართლო დარბაზიდან ნიკა გვარამიასგანაც მოისმინეს. მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანება ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს.