ანრი ოხანაშვილი: ხაბეიშვილი რეგიონებში ვეღარ დადის, საზოგადოებას ვერ ესაუბრება და ახლა ევროპაში წავიდა, იქნებ იქ სცადოს ვინმეს ყურადღების მიპყრობა

ანრი ოხანაშვილი: ხაბეიშვილი რეგიონებში ვეღარ დადის, საზოგადოებას ვერ ესაუბრება და ახლა ევროპაში წავიდა, იქნებ იქ სცადოს ვინმეს ყურადღების მიპყრობა

ხაბეიშვილი რეგიონებში ვეღარ დადის, საზოგადოებას ვერ ესაუბრება და ახლა ევროპაში წავიდა, იქნებ იქ სცადოს ვინმეს ყურადღების მიპყრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ფაქტია, რომ მათ რესურსი არა აქვთ საქართველოში, მათსა და ჩვენს საზოგადოებას შორის დიდი უფსკრულია, ისინი დაშორებული არიან ხალხს და ახლა უკვე სიარული დაიწყეს ევროპაში. თუმცა ალბათ მოძებნიან ლობისტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიციებს დაიკავებენ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ევროპელი კანონმდებლები აქცენტს აკეთებენ უვიზო მიმოსვლის გაუქმებასა და კონკრეტული პირების სანქცირებაზე.