„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება რაიმე საფრთხე, პირველ რიგში, ამაში დამნაშავე იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ასე გამოეხმაურა ის თავისი თანაპარტიელის, ლევან ხაბეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლის გაუქმება განიხილება.
„ვიზალიბერალიზაცია არის როგორც წინა ხელისუფლების, ისე ამ ხელისუფლების მონაპოვარი. თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება რაიმე საფრთხე, პირველ რიგში, ამაში დამნაშავე იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ვიზალიბერალიზაციას უნდა გაუფრთხილდეს ყველა და თუ ამას რაიმე საფრთხე დაემუქრება, ხელისუფლება მძიმედ აგებს პასუხს“, - აცხადებს გოცირიძე.
ლევან ხაბეიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ევროპელი კანონმდებლები აქცენტს აკეთებენ უვიზო მიმოსვლის გაუქმებასა და კონკრეტული პირების სანქცირებაზე.