ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს საზეიმო მიღება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, როგორც პარტნიორის, საქართველოსთან მიმართებაში გაიზარდოს და არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ ოდნავ მაინც შენელდეს იგი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გაიზარდოს და გაძლიერდეს ამერიკის ინტერესები საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობაში", _ აღნიშნა პრემიერმა.