გურამ მაჭარაშვილი: გაფართოება მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება

გურამ მაჭარაშვილი: გაფართოება მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მოძრაობამ პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებულად გაიარა.

მისი თქმით, „ხალხის ძალას“ გაფართოება მისცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად შეძლონ საზოგადოების ინფორმირება.

„იქნება ეტაპობრივი და დინამიური გაფართოება. მთავარი პოლიტიკა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, ძალიან გაამართლა. პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ, რაც ეხება იმას, რომ ჩვენ საზოგადოებას სწორად ვაწვდიდით ინფორმაციას, ამან კარგად იმუშავა. ამიტომ ეს გაფართოება მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.