EXCLUSIVE: სად აწამებდნენ ადამიანებს?- საიდუმლო სამალავი ზუგდიდის ტყეში (VIDEO)

EXCLUSIVE: სად აწამებდნენ ადამიანებს?- საიდუმლო სამალავი ზუგდიდის ტყეში (VIDEO)

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს კამერამ მორიგი საიდუმლო სამალავი აღმოაჩინა მიუვალ ადგილას, უღრან ტყეში, რომელიც ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ეს ადგილი ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელს განეკუთვნება. საიდუმლო სამალავი მიწის ქვეშ რამდენიმე მეტრშია გათხრილი. სამალავის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია და შედგება ერთი დიდი დარბაზისგან და საპირფარეშოსგან. დიდი დარბაზი, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩაყვანილი ადამიანების საწამებლად გამოიყენებოდა საგანგებოდ არის გამოწყობილი.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ეს ტერიტორია სოფლისგან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. სამალავს 2010 წლიდან აკეთებდნენ, რომელსაც სამხედრო პოლიციის ყოფილი შეფი მეგის ქარდავა ხელმძღვანელობდა. ის ადგილობრივებს ტყისკენ გზად მიმავალი ხშირად შეუმჩნევიათ. ადგილობრივების განცხადებით მეგის ქარდავა საიდუმლო სამალავში ძალიან დიდ დროს ატარებდა და ის ადამიანები, რომელთა წამებას თავად ხელმძღვანელობდა სწორედ აქ მალავდა. მათივე განმარტებით მეგის ქარდავას ხელს უწყობდა ერთ-ერთი საკრებულოს წევრიც, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს, რომელიც რამდენიმე საათის წინ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავშია გადაღებული.