კახა კალაძე: „ხალხის ძალის“ წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, რიგ საკითხებში, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების დროს „ქართულ ოცნებას“ ექნება მათი მხარდაჭერა

კახა კალაძე: „ხალხის ძალის“ წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, რიგ საკითხებში, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების დროს „ქართულ ოცნებას“ ექნება მათი მხარდაჭერა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს და რიგ საკითხებში, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების დროს „ქართულ ოცნებას“ ექნება მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ გაფართოების საკითხზე.

„მათი გადაწყვეტილებაა, თუმცა რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობა „ქართული ოცნებას“ ვერ ექნება ამ შემთხვევაში, თუმცა მე როგორც მოვისმინე და მათი მხრიდან იქნა გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა, ისინი იზიარებენ იმ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს და რიგ საკითხებში, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების დროს „ქართულ ოცნებას“ ექნება მათი მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი ხედვა ამა თუ იმ საკითხებზე და მივესალმები და მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.

ამასთან, მოძრაობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა: „ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს“.