ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?

ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?

რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს? - შესაბამისი გამოკითხვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკრაინა-რუსეთის თემაზე სკანდალური ტვიტი გამოაქვეყნა.

მანამდე უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
- ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
- ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
- ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
- უკრაინა ნეიტრალური რჩება“, - დაწერა ილონ მასკმა.