ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ცნობით, რაკეტამ 4500 კილომეტრი გაიარა და შემდეგ წყნარ ოკეანეში ჩავარდა. 2017 წლის შემდეგ ეს პირველი რაკეტაა, რომელიც ფხენიანმა იაპონიის მიმართულებით გაუშვა.

იაპონიის მთავრობამ რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის ქმედება და მას ძალადობრივი ქმედება უწოდა.