სოზარ სუბარი: ოლიგარქის სახელის მინიჭება კანონში არსებული პუნქტების მიხედვით ხდება, ჯერჯერობით კრიტერიუმებში ზუსტად ჯდება დავით კეზერაშვილი

სოზარ სუბარი: ოლიგარქის სახელის მინიჭება კანონში არსებული პუნქტების მიხედვით ხდება, ჯერჯერობით კრიტერიუმებში ზუსტად ჯდება დავით კეზერაშვილი

რამდენიმე პუნქტის ერთობლიობის შემთხვევაში ხდება ადამიანისთვის ოლიგარქის სახელის მინიჭება,- ამის შესახებ, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით კრიტერიუმები ზუსტად ერგება დავით კეზერაშვილს.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს რაც შეეხება, არა ერთი, არამედ რამდენიმე პუნქტია, მათ შორისაა ქონების მოცულობა და ყველას ერთობლიობის შემთხვევაში ხდება ადამიანისთვის ოლიგარქის სახელის მინიჭება. ვიქტორ ჯაფარიძე ჯერ არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მედიის ფლობა, პოლიტიკაზე გავლენა, ქონების მოცულობა და ბევრი სხვადასხვა პუნქტია. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, კრიტერიუმებში ზუსტად ჯდება ერთი ადამიანი, ისიც არის ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით და ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით. ეს გახლავთ ბატონი დავით კეზერაშვილი“, – განაცხადა სოზარ საუბარმა.