იენს სტოლტენბერგი: უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსულ ძალებს უკან დაახევინოს

იენს სტოლტენბერგი: უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსულ ძალებს უკან დაახევინოს

უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსულ ძალებს უკან დაახევინოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია NBC-ის განუცხადა.

ამერიკული ტელეარხის ეთერში ნატოს გენერალური მდივანი ალიანსში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამისთვის ნატოს 30-ვე წევრი სახელმწიფოს კონსენსუსია აუცილებელი.

„ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელებმა შეძლეს ახალი ქალაქის, ლიმანის აღება და ეს აჩვენებს, რომ უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსულ ძალებს უკან დაახევინონ თავიანთი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობის გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მოწინავე იარაღის დახმარებით, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები აწვდიან. რაც შეეხება უკრაინის ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებას - ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსით უნდა იქნეს მიღებული. ასეთ გადაწყვეტილებას 30-ვე მოკავშირე უნდა დათანხმდეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.