ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი: ომის დასრულებამდე ალიანსში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ალბათობით, ეს გამარჯვების შემდეგ მოხდება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი: ომის დასრულებამდე ალიანსში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ალბათობით, ეს გამარჯვების შემდეგ მოხდება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი ეგორ ჩერნევი აცხადებს, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის ალიანსში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ალბათობით, ეს გამარჯვების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ მან საინფორმაციო ტელემარათონის მიმდინარეობისას განაცხადა.

„ომის დროს ასეთი შანსები ძალიან მცირეა, თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ 24 თებერვლამდე არსებული ჩვეული სქემები და წესები, რომლებსაც ჩვენ მივეჩვიეთ, ახლა იცვლება“, - აცხადებს უკრაინელი დეპუტატი.

მან არ გამორიცხა, რომ უკრაინა ნატოში რუსეთთან ომის დასრულებამდე გაწევრიანდეს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, ეს უკვე ომში გამარჯვების შემდეგ მოხდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.