ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.

ორგანიზაცია SKDS-ის მიერ სექტემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, არჩევნებზე პირველ ადგილს დაახლოებით 20%-იანი შედეგით მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ახალი ერთობა“ დაიკავებს, რომელსაც პრემიერ კრიშიანის კარინში ხელმძღვანელობს.

საერთო ჯამში არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობს და, დიდი ალბათობით, მათი ნახევარი 5%-იან ბარიერს გადალახავს.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, პარტია „ჰარმონია“, რომელიც რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დამცველად ითვლება, 7%-იანი შედეგით მეხუთე ადგილზე გავა.