უკრაინული მხარის ცნობით, ლიმანის მახლობლად 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული

უკრაინული მხარის ცნობით, ლიმანის მახლობლად 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული

უკრაინული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ლიმანის მახლობლად 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული. ამის შესახებ უკრაინული ტელემარათონის ეთერში ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

მისი განცხადებით, უკრაინული ჯარის კონტროლის ქვეშ ლიმანის მახლობლად მდებარე 5 დასახლებული პუნქტი გადავიდა.

„ლიმანში მყოფი რუსული დაჯგუფება ალყაშია მოქცეული. გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტები იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო, სტავკი“, - აცხადებს ჩერევატი.

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ლიმანში 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. გაიდაის თქმით, მათ თავიანთ სამხედრო მეთაურებს ლიმანიდან უკან დახევის ნებართვა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.