შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ბელორუსი, ქვეყანა, რომელიც იყო ერთგული არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ბელორუსი, ქვეყანა, რომელიც იყო ერთგული არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს

მნიშვნელოვანია ბელორუსი, ქვეყანა, რომელიც იყო ერთგული არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რითაც იგი ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის საკითხს გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ბელორუსის ლიდერის მიმართ გაკეთებულ დიპლომატიურ გზავნილებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

„აქ მთავარია ძალიან მკაფიო, ცხადი და ამავე დროს გათვლილი დიპლომატიური ნაბიჯები.იყო ადეკვატური და მკაცრი რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომელმაც დაიბარა ბელორუსის ელჩი და მას განმარტებები მოსთხოვა. ასევ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ლიდერის შემოსვლა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ბელორუსი, ქვეყანა, რომელიც იყო ერთგული არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს. ამიტომ, ვიმედოვნებ ეს დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო, მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.