დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს, რითაც მის პოლიტიკურ კავშირებსა და ოლიგარქობასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება. მმართველ გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეაფასა. სამხარაძის თქმით, აღნიშნული წერილით კეზერაშვილი აღიარებს, რომ ოპოზიციურ პარტიების დიდ ნაწილსა და ტელევიზიას ფინანსურად თავად ეხმარება.
„მან ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარა, რომ ის ფინანსურად ეხმარება ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს, ასევე ტელევიზიას და მის მფლობელობაში. შესაბამისად მოახდინა თავისი თავის ლუსტრაცია“, - აცხადებს სამხარაძე.
დავით კეზერაშვილის განცხადებით, მას არ აქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და მის აქტიურობას მხარი არ დაუჭიროს.