რამაზ საყვარელიძე: ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია

რამაზ საყვარელიძე: ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია

უნდა ყოფილიყო რადიკალური მოძრაობა იმდენად, რომ ხელისუფლებას გამოეშვა მიშა. მელია არ დადგა რადიკალიზმის ამ რელსებზე, რაც ადრეც ჰქონდა, რადგან მიზნები იყო სხვადასხვა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია.

„ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი აგრესიული, რადიკალური ამომრჩეველი, რომელიც მას განაღდებულად აძლევს ხმებს, რაც განაღდებულად იძლევა მეორე საპრიზო ადგილს. მელიას უნდოდა გაეფართოვებინა, რადგან რაც უფრო რადიკალიზმისკენ არის მოწოდება, ნაკლები ხალხი რჩება რადიკალიზმის მომხრე. ეს ყველა საზოგადოებაში ასეა. თუკი ყველას ინტერესს გაითვალისწინებ შუაში მყოფი ფენა ზომიერებისკენ არის მიდრეკილი. ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია. სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც არ უნდა ატრიალო, რომელ პარტიაზეც მიშა იტყვის ჩემიაო, ეს ხალხიც იქ წავა. ლოგიკური იყო მელია, თუ იქიდან გამოვალთ, რომ პარტიას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.