ალეკო ელისაშვილი რუსებზე: იმპერიალისტი ხალხია და ახლა აფერისტობენ, არანაირი სოლიდარობის განცდა არ მაქვს, დაეტიონ თავის ქვეყანაში!

ალეკო ელისაშვილი რუსებზე: იმპერიალისტი ხალხია და ახლა აფერისტობენ, არანაირი სოლიდარობის განცდა არ მაქვს, დაეტიონ თავის ქვეყანაში!

იმპერიალისტი ხალხია და ახლა აფერისტობენ, არანაირი სოლიდარობის განცდა არ მაქვს, დაეტიონ თავის ქვეყანაში! – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში. მე მაცოფებს ის, რაც ხდება ლარსის საზღვარზე. რუსი დეზერტირები გვაკლია ახლა?! უკვე 10%-ია ჩვენ მოსახლეობასთან შეფარდებით. ეს არის იმპერიალისტი ხალხი, ამათ თავში რა ჯანდაბა იხარშება, ღმერთმა უწყის,” – თქვა ელისაშავილმა.

გადაცემის წამყვანის დიანა ტრაპაიძის რეპლიკაზე, რომ მას აქვს თანაგანცდა იმ რუსების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ არ აპირებენ დანაშაულებრივ ომში ჩართვას. – რაზეც ელისაშვილი ასე პასუხობს:

“აფერისტები არიან ჩემი აზრით. ახლა ეგრე სჭირდებათ და მაგიტომ ლაპარაკაბენ ასე და თავს იკატუნებენ. დაეტიონ თავის ქვეყანაში. არანაირი განცდა არ მაქვს არც სოლიდარობის, არც სენტიმენტი არ მაქვს და არანაირად არ მებრალება ეს ხალხი. ბევრი ქართველი ცხოვრობ იქ და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეთნიკურ ქართველებს ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ხალხს გამოვატარებთ, მორჩა და გათავდა. ეს არის ხალხი, რომლებიც 1999 წლიდან მოყოლებული ტაშს უკრავს პუტინს – ჩეჩნეთი რომ მიწასთან გაასწორა ორჯერ; საქართველო რომ დაიპყრო 2008 წელს; ყირიმი რომ დაიპყრო; დონეცკი და დონბასი; ბავშვებს რომ ხოცავენ. ტაშს უკრავნდნენ და ახლა თავს იკატუნებენ. უბრალოდ სიკვდილის შეეშინდათ ახლა და გამოვარდნენ, დაეტიონ თავის ქვეყანაში,” – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

Thomas დაბალი დონის სპეკულანტი-პროვოკატორი.
2 წლის უკან