მიხეილ სარჯველაძე: ბელარუსს აქამდე ჰქონდა მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით -  არასდროს და არავისთან მიმართებით საქართველო არ შეეგუება ურყევი მხარდამჭერი პოზიციიდან ნაბიჯს უკან

მიხეილ სარჯველაძე: ბელარუსს აქამდე ჰქონდა მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით -  არასდროს და არავისთან მიმართებით საქართველო არ შეეგუება ურყევი მხარდამჭერი პოზიციიდან ნაბიჯს უკან

ბელარუსს აქამდე ჰქონდა მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არასდროს და არავისთან მიმართებით საქართველო არ შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი პოზიციიდან ნაბიჯს უკან,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც ბელორუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს როცა ამ საკითხზე მას მედიამ კითხა, არ იცოდა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ფაქტს ადგილი და თქვა, რომ თუ ეს ასეა, მას გაუკვირდება, "რადგან არ დრომდე არასდროს შექმნილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბელორუსისგან აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემა".

"სამომავლოდ ასეთ პრობლემას თუ შეიძლება აჩენდეს მათი რომელიმე გადაწყვეტილება, ეს რა თქმა უნდა იქნება დასანანი, ამას დაჭირდება სიცხადის შეტანა ურთიერთობებში.

ბელორუსს აქამდე ჰქონდა მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არასდროს და არავისთან მიმართებით საქართველო არ შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი პოზიციიდან ნაბიჯს უკან, არავისგან და არასდროს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე რა უნდა იყოს ქართული მხარის პასუხი მომხდარზე და ხომ არ უნდა გამოიწვიონ ელჩი კონსულტაციებზე, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს საგარეო უწყების კომპეტენციაა. სარჯველაძე ფიქრობს, რომ ნაბიჯების გადადგმა არ დაგვიანდება.

"არსებობს დიპლომატიური არხები და ამას გააკეთებენ საგარეო მიმართულებაზე მომუშავე შესაბამისი ჯგუფები. ამას მიხედავს საგარეო უწყება, რა ფორმას და რომელს ამჯობინებს ამას თვითონ გადაწყვეტენ, წინასწარი პროგნოზების გაკეთება არ იქნება სწორი. არ მგონია, რომ დაგვიანდეს ნაბიჯების გადადგმა, თუ ეს ნამდვილი ინფორმაციაა, პირველ რიგში ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს,"- განაცხადა სარჯველაძემ.