ლევან იოსელიანი: ზუსტად ვიცი, რომ აფხაზეთში არავის სურს უკრაინაში წასვლა და პუტინის მიერ წარმოებულ უსამართლო ომში მონაწილეობა

ლევან იოსელიანი: ზუსტად ვიცი, რომ აფხაზეთში არავის სურს უკრაინაში წასვლა და პუტინის მიერ წარმოებულ უსამართლო ომში მონაწილეობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა იმაზე, რამდენად მოსალოდნელია ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსულ ჯარში მამაკაცების გაწვევა, და რა შეიძლება მოჰყვეს მოვლენების ამ სცენარით განვითარებას.

„მე აქტიურად ვადევნებ თვალყურს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და ზუსტად ვიცი არსებული განწყობები. არავის სურს უკრაინაში საომრად წასვლა და იმ ომში მონაწილეობა, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ პუტინი აწარმოებს. თუ ეს ყველაფერი სერიოზულ სახეს მიიღებს, მე ვფიქრობ, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ამას ძალიან სერიოზული პროტესტი მოჰყვება. მათ ნამდვილად არ სურთ, თავიანთი შვილები იმ უსამართლობას შესწირონ, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აკეთებს“, - აცხადებს იოსელიანი.