ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა - ლარსთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა - ლარსთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები

„ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ამერიკელებისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციას, არამედ თავად უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „დროას“ მიერ ლარსთან აქციის გამართვაზე საუბრისას.

მისი თქმით, ლარსთან აქციის გამართვა სწორად არ მიაჩნია.

„პირიქით, უნდა ვცადოთ, რომ ეს ხალხი, რომელიც ომს გაურბის, შემოვუშვათ და ეს პროტესტი და ასეთი ტიპის პოზიციები ამ მომენტში უბრალოდ დანაშაულია. იქ აქციის გამართვა არანაირი საფრთხის შემცვლელი არ არის. უბრალოდ, დროს ტყუილად დახარჯავენ თუ პოლიცია ამ ხალხს დაიცავს. ამ აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც არის მოძრაობა „დროა“.