ნუშისა და ყურძნის კექსი

ნუშისა და ყურძნის კექსი

ინგრედიენტები

10   ს/კ უმარილო კარაქი

1   ჭიქა ფქვილი

3/4  ჭიქა შაქარი

3   ცალი კვერცხი

1 1/2  ჭიქა დაჭრილი ნუში

1/4  ჩ/კ მარილი

1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1 1/2  ჩ/კ ლიმონის ცედრა

ყურძნის მარცვლები

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი 8X20 სმ ზომის კექსის საცხობ ფორმას.

დიდ თასში მიქსერით მაღალ სიჩქარეზე კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და ½ ჭიქა შაქარი ფაფუკი მასის მიღებამდე, დაახლოებით 3 წუთით თქვიფეთ.

დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ და თასის კიდეები ჩაფხიკეთ, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად შეერიოს.

სამზარეულოს კომბაინში ნუში და ¼ ჭიქა შაქარი მოათავსეთ და დააბლენდერეთ ისე, რომ ნუში წვრილად გაიხეხოს. დაუმატეთ ფქვილი და მარილი და კარგად აურიეთ. მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ნუშის ნაზავი კარაქის ნაზავს შეურიეთ. დაუმატეთ ვანილი და ლიმონის ცედრა.

ცომი წინასწარ გამზადებულ ფორმაში გადაიტანეთ და ზედაპირი მოასწორეთ. ყურძნის მარცვლები (შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე, წითელი და შავი ყურძენი) სიგანეზე შუაზე გაყავით და ცომის ზედაპირზე მწკრივებად ლამაზად ჩაალაგეთ. აცხვეთ დაახლოებით 1 საათით.

გააგრილეთ ფორმაშივე. დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

ნამცხვარი შეგიძლიათ საკვებ ცელოფანში გადაახვიოთ და ოთახის ტემპერატურაზე 3 დღემდე შეინახოთ.