კახა გოგოლაშვილი: ლარსზე აქცია რა მიზანს ემსახურება? – შეიძლება პროვოკაციაშიც გადაიზარდოს, აქცია თბილისში მთავრობის სახლის წინ უნდა გაიმართოს

კახა გოგოლაშვილი: ლარსზე აქცია რა მიზანს ემსახურება? – შეიძლება პროვოკაციაშიც გადაიზარდოს, აქცია თბილისში მთავრობის სახლის წინ უნდა გაიმართოს

ლარსზე აქცია რა მიზანს ემსახურება? – შეიძლება პროვოკაციაშიც გადაიზარდოს, აქცია თბილისში მთავრობის სახლის წინ უნდა გაიმართოს, – ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, “ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“არ მესმის ლარსზე აქციის გამართვა რა მიზანს ემსახურება. რა, შემოსულ მიგრანტებს უნდა აუფრიალონ ტრანსპარანტები, აქ ნუ შემოდიხართ, არ გვინდიხართო? თუ აქციაა,მთავრობის სახლის წინ უნდა გაიმართოს თბილისში, რადგან სწორედ მთავრობას უნდა მოთხოვო, რომ იმოქმედოს და არა რიგებში დგომისგან და ფეხით მრავალი კილომეტრის გავლისგან გაწამებულ, უძილო რუს “ტურისტ”-ლტოლვილს, რომელსაც თავისი გაჭირვებია. მეორეც, მრავალრიცხვოვანი აქცია ლარსზე, შეიძლება რაიმე პროვოკაციაშიც გადაიზარდოს. ანუ, უშუალოდ რუს ლტოლვილებთან რაიმე სახის შეხლა-შემოხლით დაგვირგვინდეს. ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს. საჭიროა ქვეყანაში შემოსულთა ნაკადის ლეგალური გზებით შეზღუდვა და არა ფიზიკური დაპირისპირებით ან რაგბის შერკინებით მათი შეჩერება,” – წერს კახა გოგოლაშვილი.