იენს სტოლტენბერგი: ბირთვულ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება

იენს სტოლტენბერგი: ბირთვულ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება

ბირთვულ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება და რუსეთმა ეს ძალიან კარგად უნდა გაიგოს, როცა მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

„ატომური იარაღის ნებისმიერი გამოყენება სრულიად მიუღებელია, ის მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომში ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ ასეთი ომი არასდროს არ უნდა გაჩაღდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.