იენს სტოლტენბერგი: ყველა უნდა მოვემზადოთ მძიმე ზამთრისთვის, უნდა მოვემზადოთ უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს

იენს სტოლტენბერგი: ყველა უნდა მოვემზადოთ მძიმე ზამთრისთვის, უნდა მოვემზადოთ უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს

ჩვენ, როგორც ევროპელები რა თქმა უნდა ვიხდით ფასს - ჩვენი მხარდაჭერა ფულით იზომება და უკრაინელების გადახდილი ფასი - სიცოცხლით, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„გაზრდილი ფასები ენერგორესურსებზე, ინფლაცია, იარაღის წარმოებაზე გამოყოფილი თანხა, უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერა ფულით იზომება და უკრაინელების გადახდილი ფასი სიცოცხლით. ყველა უნდა მოვემზადოთ მძიმე ზამთრისთვის, უნდა მოვემზადოთ უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.