ნინო გვენეტაძე: ჩემი გადადგომის საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო

ნინო გვენეტაძე: ჩემი გადადგომის საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი გადაყენების სცენართან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს. ნინო გვენეტაძე „იმედთან“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო და არა მის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება.

„ასეთ არარსებულ ფაქტებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ამოიღეთ გადადგომის განცხადება, დასახელებულია საფუძველი ჩემი წასვლისა. ჩემი გადადგომის საფუძველი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამაშიც რომ დარწმუნდეთ, ამოიღეთ განხილულ საქმეთა რაოდენობა, ჩემი დატვირთვა და ეს ეჭვებს არ გააჩენს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ერთ-ერთი ტელეარხის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, შეხვედრას, რომელზეც ნინო გვენეტაძის გადაყენების სცენარი იდგმებოდა, ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტს აბსურდული ტყუილი უწოდა. გომელაური აცხადებს, რომ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობაა.