ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შესახებ შესაძლოა 30 სექტემბერს განაცხადოს

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შესახებ შესაძლოა 30 სექტემბერს განაცხადოს

30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა განაცხადოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში „შეერთების“ შესახებ, მაგრამ რუსეთში ამას სასურველი ეფექტი არ ექნება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პარასკევს, 30 სექტემბერს, პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვა რუსეთის პარლამენტში. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. ამ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე რეფერენდუმი 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს“, - აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.