ლევან ბეჟაშვილი:  „ნაციონალურ მოძრაობას“ შლიდნენ 2012 წლის შემდეგ, მაგრამ არ და ვერ დაიშლება, რადგან ის არ ემყარება ერთ კონკრეტულ ინდივიდს ან პირებს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ შლიდნენ 2012 წლის შემდეგ, მაგრამ არ და ვერ დაიშლება, რადგან ის არ ემყარება ერთ კონკრეტულ ინდივიდს ან პირებს

„ნაციონალურ მოძრაობას" შლიდნენ 2012 წლის შემდეგ, 2016 წელსაც, 2017-2018- შიც და ა.შ. მაგრამ არ დაიშლება, ვერ დაიშლება "ნაციონალური მოძრაობა", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი კითხვას, შესაძლოა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს.

ლევან ბეჟაშვილი არ უარყოფს, რომ პარტიაში არის გარკვეული პრობლემური საკითხები. "რა თქმა უნდა, როცა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდის შიდაპარტიული დისკუსია, ეს მიანიშნებს იმას, რომ გარკვეული პრობლემური საკითხები არსებობს, ეს არის პარტიის შიდა პოლიტიკა, შიდა კულუარები. არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესები არის მთავარი პრობლემა. "ნაციონალურ მოძრაობას" შლიდნენ 2012 წლის მერე, 2016- შიც, 2017- შიც, 2018- შიც და ა.შ. მაგრამ არ დაიშლება, ვერ დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ის არ ემყარება ერთ, კონკრეტულ ინდივიდს ან პირებს, "ნაციონალური მოძრაობა" არის ამ ქვეყნის განვითარების ხედვა, რომელიც ეფუძნება წარსულის გამოცდილებას, კარგ გამოცდილებას და აქვს მომავლის ნათელი ევროპული ხედვა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.