ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარ დაპირისპირებაზე: აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები შეიქმნა

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარ დაპირისპირებაზე: აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები შეიქმნა

არ უნდა შევასაღოთ საზოგადოება, რომ ყველა, ვისაც შესაძლოა დიდი ფული ჰქონდეს, არის ოლიგარქი. კეზერაშვილს მთავრობაზე ზეგავლენა ვერ ექნება. ის არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი და პოლიტიკური დევნილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში შექმნილ პრობლემას მოაგვარებს.

„აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. რომ გითხრათ, პრობლემას ვერ ვხედავ და არაფერი ხდება, არც ბრმები ვართ და არც ყრუები, ვხედავთ, გვესმის, პრობლემაა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პრობლემას მოაგვარებს. რაც შეეხება ჩემ დაფინანსებას და ქონებას, ეს არის საჯარო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.