ვახტანგ გომელაური: დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა - მაშინ 17 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, სრულიად საქართველოს, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო

ვახტანგ გომელაური: დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა - მაშინ 17 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, სრულიად საქართველოს, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„სრულიად საქართველოსთვის, დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა. 1993 წლის 27 სექტემბრიდან 29 წელი გავიდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და ძალინ კარგად მახსოვს, სრულიად საქართველოს, რამხელა ტკივილი, ტრაგედია იყო. ადამიანები, რომელთა სახელებიც ამ კედელზეა [დაღუპულ გმირთა მემორიალზე] ამოტვიფრული ოქროს ასოებით, ნამდვილად გმირები არიან. აქ ჩემი მეგობრები და ნათესავებიც არიან. ყველას დიდი მადლობა, რომ ჩვენს სამშობლოს იცავდნენ“, - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.