მედია - „ზემო ლარსზე“ ნება დართეს საზღვარი ფეხით გადაკვეთონ

მედია - „ზემო ლარსზე“ ნება დართეს საზღვარი ფეხით გადაკვეთონ

ჩრდილოეთოსური „ტელეგრამარხები“ იუწყებიან, რომ ადამიანებს ნება დართეს „ზემო ლარსზე“ საპასპორტო კონტროლი გაიარონ და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ფეხით გადავიდნენ. ამის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე საზღვრის გადალახვა მხოლოდ ავტოტრანსპორტით ან ველოსიპედით იყო შესაძლებელი.

გამოცემასთან ინფორმაცია დაადასტურეს ჩრდილოეთი ოსეთის რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურში, სადაც აღნიშნეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება „სისწრაფისთვის“მიღეს.

გამოცემის ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ ახლა საზღვრის გადაკვეთა ფეხითაც არის შესაძლებელი, ე.წ. ზემო ლარსის „ჩატში“ და „ტელეგრამ“ არხში „Tbilisi_life“ წერენ.