რუსეთის პატრიარქი ამბობს, რომ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროები „ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან“

რუსეთის პატრიარქი ამბობს, რომ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროები „ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან“

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მორიგი გამაოგნებელი განცხადება გააკეთა.

პატრიარქმა კირილმა ე.წ. ნაწილობრივ მობილიზაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც „სამშობლოს წინაშე ვალს იხდიან, უკრაინის ომში კვდებიან და თავს თანამოქალაქეებისთვის სწირავენ, ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან“.