წინასწარი მონაცემებით, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალების კოალიცია იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალების კოალიცია იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალების კოალიცია იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ჯორჯია მელონის მეთაურობით მოქმედი მემარჯვენე კოალიცია ხმების 45%-ს იღებს.

ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმებს“ ამომრჩევლების 26%-მა დაუჭირა მხარი და პირველ ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

ჯორჯია მელონის კოალიციური პარტნიორები მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალია“ არიან.