რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან მოსწავლეები

რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან მოსწავლეები

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან მოსწავლეებიც. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილია 20 ადამიანი.

ინციდენტი #88 სკოლაში მოხდა, სადაც ათასამდე ბავშვი სწავლობს და 80-მდე პედაგოგი მუშაობს. სამართალდამცველები ადასტურებენ, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.