გია ცაგარეიშვილი: ზრახვები, რომელიც კეზერაშვილს ამოძრავებს, პირდაპირ კავშირშია ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასთან

გია ცაგარეიშვილი: ზრახვები, რომელიც კეზერაშვილს ამოძრავებს, პირდაპირ კავშირშია ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასთან

როგორც ჩანს, ზრახვები, რომელიც კეზერაშვილს ამოძრავებს, პირდაპირ კავშირშია აქ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „იმედის ქრონიკას“ განუცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრობის“ შავი ხაზინადარი იყო.

„იცით, თავდაცვის სამინისტროში მისი მინისტრობის დროს რამდენიმე კორუფციული გარიგება შედგა. მათ შორის იარაღის შესყიდვაზე.

სრულებითაც არ მიკვირს ის, რომ ადამიანმა, რომელმაც ამხელა დრო, ენერგია მოახმარა „ნაციონალური მოძრაობის“ აღზევებასა და დამკვიდრებას ხელისუფლებაში, ახლა არანაკლებ დროსა და ენერგიას ახარჯავს ტელეკომპანია „ფორმულას“ შექმნას, „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობებს, რომ ისევ მობრუნდეს ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, ზრახვები, რომელიც კეზერაშვილს ამოძრავებს, პირდაპირ კავშირშია აქ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასთან“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.