კახა კალაძე: ვერ წარმომიდგენია, რომ ლევან ხაბეიშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია

კახა კალაძე: ვერ წარმომიდგენია, რომ ლევან ხაბეიშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პარტიულ პროცესებზე დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ ლევან ხაბეიშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალბათ თვითონ უნდა დალაგდნენ, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი მათ შიდა პროცესებში ჩავერიო და რაღაც განცხადებები ვაკეთო. უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქვეყნისა და ქალაქის წინაშე და შესაბამისად, მე როგორც ქალაქის მერს, როგორც პარტიის გენერალური მდივანს, მირჩევნია ვიფიქრო საკუთარ პარტიაზე და საკუთარ განსახორციელებელ პროექტებზე“, - განაცხად აკახა კალაძე,