პროექტი - ,,კინო ყველგან’’ გრძელდება

პროექტი - ,,კინო ყველგან’’ გრძელდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი ,,კინო ყველგან’’ გრძელდება. მორიგი  კინოჩვენება,  ამჯერად, დიდუბის რაიონში გაიმართა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით, რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმის “არაჩვეულებრივი გამოფენა“ რესტავრაცია განხორციელდა. ფილმის რესტავრირებული ვერსიის პირველი ჩვენება დიდუბის რაიონში  შეკრებილი მაყურებლისთვის მოეწყო.

ფილმის ჩვენების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბენდის „Spam Jam” კონცერტი გაიმართა. ბენდმა მსმენელს  ქართული და უცხოური მრავალფეროვანი ჰიტები შესთავაზა.

დიდუბის  რაიონში გამართულ ღონისძიებას  ამავე რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი , თბილისის საკრებულოსა და დიდუბის რაიონის გამგეობის  წარმომადგენლები დაესწრნენ.