ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო WhatsApp-სა და Instagram-ზე წვდომა შეზღუდეს

ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო WhatsApp-სა და Instagram-ზე წვდომა შეზღუდეს

ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო WhatsApp-სა და Instagram-ზე წვდომა შეზღუდეს. ამის შესახებ Al Jazeera იტყობინება.

ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო ირანში შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ირანული მედიისა და ოფიციალური უწყებების ცნობით, მოკლულია 6 მომიტინგე და 2 პოლიციელი, თუმცა აქტივისტთა ჯგუფები საუბრობენ 20-მდე გარდაცვლილზე.

მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა.

ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის მიზანია, მოსახლეობას სოციალურ ქსელში ვიდეოების ატვირთვა, საპროტესტო აქციების ორგანიზება და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება გაურთულდეს.