ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯია 2026 წლისთვის 800 სკოლის აშენება და განახლება. 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯია 2026 წლისთვის 800 სკოლის აშენება და განახლება. 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი

ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯია 2026 წლისთვის 800 სკოლის აშენება და განახლება. 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი. 2030 წლისთვის საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გაივლის ახალი, მრავალმხრივი ავტორიზაციის პროცესს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი განათლების პრაქტიკა და დაინერგოს ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის ხარისხის მექანიზმები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.

„ნათელია მეგობრებო, რომ პანდემიამ ლიდერები მთელ მსოფლიოში აიძულა გადაეხედათ განათლებისთვის და მობილიზებული ყოფილიყვნენ გაეროს პრინციპის დასაცავად, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ დარჩეს სისტემის მიღმა.  პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. კრიზისმა ფაქტობრივად გამოიწვია ინოვაციური გადაწყვეტილებების მატება. საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა. პროგრამების პოპულარობა იზრდება და ემსახურება მთლიანად ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვაში აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Aburjga Tasmanieli ირაკლი შვილო, ლანჩხუთში სოფ გვიმბალაურის (გვიმრალაურის) გაუქმებულ სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ჩაიქცა სახურავი და წყალი და ქარუი დათარეშობს შესანიშნავ კაპიტალურ შენობაში, რომელიც მდებარეობს მთავარ გზის გასწვრივ, როგორც კი ლანჩხუთიდან გრიგოლეთის მიმართულებით გაემგზავრებით. ამაზე უარესი მდგომარეობაა ლანჩხუთის სკოლა ინტერნატში. იქ სასწავლო პროცესები მიშას დროს გაუქმდა 2008 წელს/ მერე უპატრონოდ იყო მიტოვებული და გაპარტახდა, 2900 კვ მეტრია. ულამაზესი ეზოთი და დამხმარე ნაგებობებით. ამბობენ ვიღაცამ იყიდაო. თუნდაც მასე იყოს ის ვიღაცა იქ სასწავლო დაწესებულებას ხომ არ გახსნის?! ამიტომ სანამ სკოლების მშენებლობას დაიწყებ რამდენიმე პროცედურა ჩაატარე - 1) დემოგრაფიულინ სიტუაციის აღწერა და პროგნოზი, სოფლების და ქალაქების ბავშვების, პოტენციური მოსწავლეების რაოდენობის დადგენა! 2) არსებული სკოლებუის და სხვა სასწავლო დაწესებულებების ინვენტარიზაცია, არსებული მდგომარეობის შესწავლა. კიდევ სხვა ღონისძიებები, მაგრამ ეს 2 მთავარია!
2 წლის უკან