4-მა პარტიამ, დეკლარირებულად განაცხადა (მაინც ერთად არიან, მაინც „ნაციონალურ მოძრაობის“ დავალებებს ასრულებენ) და გადაწყვიტა, რომ ბარემ ერთად იმოქმედონ. არც „ლელო“, არც „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც „დროა“ და არც „ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე“, რეალურად ასეთი პარტია არ არსებობს. არსებობს ერთი ნაცმოძრაობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დავალებებს ასრულებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, ისინი ცალკე იქნებიან, ერთად თუ ა.შ. მაინც ერთნი არიან და ერთ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია. რასაც ისინი აკეთებენ, ამით ქვეყნის შიგნით ვერაფერს ვნებენ ხელისუფლებას, პირიქით - „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაზრდილი. ეს NDI-ის კვლევამაც აჩვენა. ქვეყნის შიგნით მათი ამ მოქმედებების „შედეგი“ ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციის ნაწილი პროევროპული მოძრაობის შესაქმნელად ემზადება. დღეს ინიციატივა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დააანონსა. პარტნიორებად, გიორგი ვაშაძის გუნდი, ელენე ხოშტარიას „დროას“, ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლებას“ განიხილავს.