ასეთი გაერთიანება ბევრი გვინახავს, დაშლილიც გვინახავს, დაშლილებში ჩაბარებული, ფეიქრებზე - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის ახალ მოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.
„მოქალაქეების“ ლიდერი ოპოზიციის ნაწილს მეტი პასუხისმგებლობებისა და სერიოზულობისკენ მოუწოდებს.
„ცოტა სერიოზულად უნდა ვიფიქროთ რაღაცებზე, ეს ეხება პირველ რიგში ოპოზიციონერ კოლეგებს. ხან ვადამდელს აცხადებენ, ხან მდუღარე შემოდგომას გვპირდებიან. ცოტა სერიოზულად უნდა დავსხდეთ, ცოტა მეტი სერიოზულობა და პასუხისმგებლობა და ნაკლები სიცანცარე. ასეთმა სიცანცარემ რაც მოიტანა კი ვნახეთ NDI კვლევა, სადაც დატკეპნილი ვყავართ ხალხს თითოეული ოპოზიციური პარტია“, განაცხადა ალეკო ელისაშვილამ.
ოპოზიციის ნაწილი პროევროპული მოძრაობის შესაქმნელად ემზადება. დღეს ინიციატივა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დააანონსა. პარტნიორებად, გიორგი ვაშაძის გუნდი, ელენე ხოშტარიას „დროას“, ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლებას“განიხილავს.