ნამდვილად გვაქვს ფუფუნება, პარტნიორებს თანასწორად ვესაუბროთ. ეს არ არის ფუფუნება. ეს არის კულტურის, ღირსების და პოლიტიკის საკითხი, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„გავითვალისწინოთ ორი რამ: პირველი არის საქართველოს ფუნქცია. პუტინი იმუქრება, რომ ევროპას მთლიანად გაყინავს. ვერ გაყინავს. მაგრამ დამატებით ენერგეტიკა სჭირდებათ. [აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ] ალიევთან ჩავიდნენ ევროპელები, მოილაპარაკეს. ამ ყველაფერმა საქართველოზე უნდა გაიაროს. საქართველო ხდება საჭირო. და პრაგმატიზმ ისეთი რამ არის, რომ ლობირებაზე მაღლა დგება. და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის განცხადებები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ამბების საკმაოდ მწვავე, სწორი და ადეკვატური შეფასება. ესენი კი ითხოვენ, უფრო აგრესიული უნდა იყოსო. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ გაცილებით უფრო აღებს კარს ევროპისკენ ღირსეული პოზიცია, როცა აგრძნობინებ პარტნიორებს: „მე კი მინდა თქვენთან ვიყო, მაგრამ იმ დოზით, რა დოზით თქვენ ხართ დაინტერესებულები, რომ ვიყო თქვენთან. მე არ ვარ მათხოვარი“, - აღნიშნა მამრაძემ.